გეოკულტურა
გეოკულტურული და გეოცივილიზაციური სივრცე

გეოკულტურა არის ამა თუ იმ კულტურაში არსებული საკუთარი გეოგრაფიული სახის გააზრება. გეოკულტურული სახის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ მომიჯნავე გეოკულტურებში ჩამოყალიბებული სახეები. მაგალითად, რუსეთის გეოკულტურული სახის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ევრაზიის, აღმოსავლეთ ევროპის, შავიზღვისპირეთის, კავკასიის გეოკულტურული სახეები.

გეოკულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული გეოპოლიტიკასთან.

სხვა განსაზღვრებით, გეოკულტურა მსოფლიო სივრცის ორგანიზაციის კულტურულ (კულტურაზე, როგორც კრიტერიუმზე დაფუძნებულ) ხერხს ნიშნავს. სივრცის კულტურული კონსტრუირება არის გეოკულტურა, რომელიც კულტურულ კრიტერიუმებს, ანუ „ჩვენიანისა“ და „უცხოს“ განსხვავებას ემყარება. აქ საქმე ეხება არა პოლიტიკურ „მეგობრებსა“ და „მტრებს“, არამედ სწორედ კულტურულად ახლობელსა და უცხოს.

მკვლევართა ნაწილი ერთ, ნაწილი კი მრავალ გეოკულტურაზე საუბრობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაიაზრებს ავტორი მსოფლიოს: როგორც ერთ, საკაცობრიო ცივილიზაციას, თუ ცივილიზაციათა ერთობას.

გეოკულტურული სივრცე არის ამა თუ იმ სივრცეში (ტერიტორიაზე) არსებული კულტურული რეალიებისა და წარმოდგენათა მეტ-ნაკლებად მდგრადი სისტემა. გეოცივილიზაციური სივრცე - ესაა ცივილიზაციური „ბირთვისა“და „პერიფერიის“, აგრეთვე სხვადასხვა ცივილიზაციური ზონის ერთობლიობა. sss

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი