კულტურის კონფიგურაცია

ეს არის კატეგორია, რომელთანაც რომელიმე კონკრეტული ლოკალური კულტურის ისტორიის თავისებურება განიხილება არა იმდენად უნიკალურ რაკურსში, რამდენადაც განუმეორებელი კომპოზიციის რაკურსში, რომელთა შორის შეიძლება შევხვდეთ ერთი კულტურის თვისებების მეორე კულტურაში გავცელებულს. ანალიტიკური ინსტრუმენტის რანგში კულტურის კონფიგურაციის კატეგორიის გამოყენების მთავარ პრინციპს და გვევლინება მასზე, როგორც დინამიურ ფენომენზე წარმოდგენას. კულტურის კონფიგურაცია სისტემურ და დინამიურ ერთობაშია კულტურის მახასიათებლებთან.

კულტურის კონფიგურაცია ადამიანთა (ერების) ადაპტაციის პროცესში წარმოიშვება მისი არსებობის ბუნებრივ და ისტორიულ პირობად. რაც უფრო თავისებურია ერის ისტორია, მით უფრო მეტი თვითმყოფადობით გამოირჩევა მისი კულტურის კონფიგურაციაც. სტრუქტურულად კულტურის კონფიგურაცია წარმოადგენს საკმაოდ რთულ იერარქიულ სისტემას. მასში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე საერთოეროვნული ბირთვი, უფრო ლოკალური კულტურული კომპოზიციები.

ერთ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში მცხოვრებ საზოგადოებებში მსგავსი კულტურები ყალიბდებოდა. ასეთ კულტურათა ცალკეულ ნიშნებზე დაფუძნებული კულტურულ კუნფიგურაციული მსგავლება, მიღებული განსაზღვის, როგორც მთლიანი სამეურნეო-კულტურული ტიპოლოგია. რა თქმა უნდა, ასეთ სამეურნეო-კულტურული ტიპი ნაწევრდება წმინდა ანალიტიკურად. ამ ტიპის საზოგადოების შემქმნელი ჯგუფი არანაირ სისტუმ-ფუნქციონალურ მთლიანობას არ წარმოადგენს.

კულტურის კონფიგურაციაში, ერთი გენეტიკური წარმოშობის (გერმანელები, სლავები), ან ერთი კულტურულ-ენობრივი ტრადიციის მემკვიდრე (თურქული ხალხები) საზოგადოებებში უფრო მეტი მსგავსებით გამოირჩევა ენა, უძველესი ელემენტები, ასევე რიგი საარსებო ტექნოლოგიები. ასეთი ტიპის ხალხთა ერთობებს და მათ კულტურის კონფიგურაციას მიღებულია ეწოდოს „ისტორიული-ეთნოგრაფიული“.

სრულიად სხვა მსგავსება კულტურის კონფიგურაციისა ფორმირდება ერთი ისტორიული ბედის საზოგადოებათა საფუძველზე, ერთ რეგიონში გავრცელებულზე ასეთი ტიპის საზოგადოება დაკავშირებულია ართ სახელმწიფოში სხვადასხვა ხალხთა ხანგრძლივ ერთიანობაზე (რუსეთი, ჩინეთი), კონფესიურ ერთობებზე (კათიკობა და მუსულმანობა), ერთნაირ იზოლირებულ რეგიონის დაჯგუფებებზე (ლათ. ამერიკა). ამგვარი ისტორიული მდგომარეობა აყალიბებს ერთგვარ მახასიათებლებს ამ მაღალი რანგის მსგავსებას კულტურის კონფიგურაციისა. ეს ხდება უპირველეს ყოვლისა სოციალური ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ საშუალებათა სფეროში, კომუნიკაციაში (პოლიტიკა, სამართალი, რელიგია, კულტურა და ა.შ.). ამგვარი ტიპის კულტურის კონფიგურაციულ მსგავსებად ეძახიან კულტურულ ისტორიულ ან ცივიზაციურს.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი