კულტურული ტრანსმისია

კულტურული ტრანსმისია - პროცესი, რომლის მეშვეობით კულტურა გადადის მომდევნო თაობებზე ინფორმაციის გადაცემის არაგენეტიკური (სწავლების) გზით. კულტურული ტრანსმისიის შედეგია კულტურული მემკვიდრეობა, მისი დროში უწყვეტობა. თანმიმდევრობით ცვლა კულტურის განვითარების ციკლებისა ერთი ერის, ხალხის ან ქვეყნის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს კულტურის საბაზისო ელემენტების შენარჩუნებით. კულტურული მემკვიდრეობა გადაიცემა კულტურის მატარებელი ორი ცოცხალი სუბიექტის (მასწავლებლისა და მოსწავლის, გამცემისა და მიმღების) უშუალო კონტაქტის შედეგად. იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი კულტურის გავითარებაში ვგულისხმობთ კულტურის ძირითად ფასეულობათა სისტემის შენარჩუნებას დროში. სწორედ ამ გზით „ ხალხის, ერის, ფენების, ჯგუფების არსებობით და თაობათაშორისი ელემენტარული ურთიერთობებით „ არის შესაძლებელი, ისტორიული კატაკლიზმების (რევოლუციები, ომები, კონფლიქტები) მიუხედავად, კულტურის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება „კულტურული ჯაჭვის“ გაწყვეტა, რომლის დროსაც მოულოდნელად იცვლება ხალხის ცხოვრების წესი. (ღერძული დრო).

კულტურული ტრანსმისიის მეშვეობით ყოველი ახალი თაობა მემკვიდრეობით იღებს ძველ, დაგროვილ გამოცდილებასა და მიღწევებს და აგრძელებს კულტურის განვითარებას იმ წერტილიდან, რომელზეც მისი წინამორბედი თაობა შეჩერდა.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი